მოძებნეთ სასურველი პროდუქცია

ჩემი კალათა

Cart is empty

კაკაოს კარაქი – უნივერსალური საშუალება თქვენი სილამაზისთვის!

02.04.2018

ზოგიერთი ინგრედიენტი სცდება სამზარეულოს ფარგლებს და წარმატებით ინაცვლებს კოსმეტოლოგიაში. სწორედ ასეთია კაკაოს კარაქი, რომლის სასარგებლო თვისებებზეც ახლა უნდა მოგიყვეთ.

ეს არის ცხიმი, რომელიც მიიღება კაკაოს მარცვლების დამუშავებით. აქვს მძაფრი და ძალიან სასიამოვნო სურნელი; ამავდროულად, ძალიან კალორიულია და საკონდიტრო ნაწარმში მისი დიდი რაოდენობით მოხმარება სასურველი არ არის. თუმცა, მას სხვა ისეთი მახასიათებლებიც აქვს, რომელთა გამოც დიდი წარმატებით გამოიყენება კანისა და თმის მოსავლელად.

ანელებს დაბერების პროცესს და დადებითად მოქმედებს კანზე

კაკაოს ქარაქის მნიშვნელოვან უპირატესობას მასში შემავალი ანტიოქსიდანტური ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, სასარგებლოა სხეულისთვის და ხელს უწყობს ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების განეიტრალებას. კარგად აღადგენს გამომშრალ, დახეთქილ, გაღიზიანებულ და დანაოჭებულ კანს. სტრესის დაქვეითების უნარის საშუალებით, იგი აჩერებს დაბერების პროცესს და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.

კაკაოს კარაქში შემავალი ანტიოქსიდანტები და ორგანული მოლეკულები იცავენ კანს გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან, ახდენენ კანის გაღიზიანებისა და დაზიანების პრევენციას.

გარდა ამისა, კაკაოს კარაქს ხშირად ფრჩხილების სიმტკიცისთვის და მათთვის ჯანსაღი იერის დასაბრუნების მიზნითაც იყენებენ.

ამცირებს ნაწიბურებს

კვლევებმა დაადგინა, რომ კაკაოს კარაქს შუეძლია ნაწიბურების მნიშვნელოვნად შემცირება და კანის გაჯანსაღება.

თმას უბრუნებს სიმტკიცეს და ელასტიურობას

კაკაოს კარაქი არაჩვეულებრივია მშრალი და მტვრევადი თმის სამკურნალოდ; კარგად კვებავს თმას, უბრუნებს ბზინვარებას და ელასტიურობას, ამცირებს ცვენას და აძლიერებს თმის ღერებს.

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და ნუ დაგავიწყდებათ, რომ მაქსიმალური შედეგის მისაღებად, გარეგან საშუალებებთან ერთად, აუცილებელია ორგანიზმის საჭირო ნივთიერებებით მომარაგება. ეს კი “ვიადერმს” მიანდეთ.

წყარო: http://makechoice.ge 

ჩვენი ინსტაგრამი


100% ნატურალური პროდუქცია
ოპერატიული მიწოდების სისტემა
ქიმიური დანამატების გარეშე
100% დაცული ონლაინ გადახდა