მოძებნეთ სასურველი პროდუქცია

ჩემი კალათა

Cart is empty

ქოქოსის ზეთის უნიკალური თვისებები

29.07.2018

ქოქოსი, რომელიც სასარგებლო ლაურინის მჟავას, Е და К ვიტამინებს შეიცავს და ანტიმიკრობული, დამარბილებელი ეფექტით გამოირჩევა, სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს მთელ მსოფლიოში, რაც არცაა გასაკვირი, რადგან უნივერსალური პროდუქტი ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ზრუნავს, მითუმეტეს, რომ ქოქოსის გამოყენება თავისუფლად შეიძლება თითქმის ყველა სფეროში კულინარიით დაწყებილი კოსმეტოლოგიით დასრულებული.

ქოქოსი, როგორც თავის მოვლის საშუალება:

კუტიკულას მოვლა (ცხოველური ორგანიზმის მკვრივი გარსი, რომელიც ეპითელიუმის უჯრედების თავისუფალ ზედაპირზე წარმოიქმნება) – ქოქოსის ზეთის საშუალებით ყოველთვის შეგიძლიათ დაიცვათ თავი კუტიკულას სიმშრალისა და აქერცვლისგან. წაისვით ზეთი თითებზე, ფრჩხილების გარშემო და მკურნალობასთან ერთად კანსაც დაირბილებთ.

თმის დარბილება – ქოქოსის ზეთი თმის მზა კონდიციონერის საუკეთესო ნატურალური ალტერნატივაა, რადგან ზეთი არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და მხოლოდ ბუნებრივი ცხიმოვანი მჟავებით არბილებს თმას. რეცეპტი თმის ნიღაბისთვის: კარგად შეზავებული ქოქოსის კარაქი და თაფლი, 40 წუთით გაიჩერეთ თმაზე და ჩამოიბანეთ შამპუნით. თმის მტვრევის თავის ასაცილებლად კი, შეიზილეთ ქოქოსის ზეთი ყოველი დაბანის წინ.

თმის ფიქსირება – თუ ნესტიან ამინდში თქვენი თმა იხვევა, წაისვით თმაზე ქოქოსის ზეთი, რომელიც ერთგვარი აპკის ფუნქციას შეასრულებს და დაიცავს თმას დატენიანებისგან.

ფერმკთალი კანის მოვლა – ქოქოსის ზეთი სწრაფად დაუბრუნებს სახეს ბზინვარებას და ჯანსაღ ფერს. აურიეთ ერთმანეთში ქოქოსის კარაქი და საკვები სოდა (სხვათაშორის, სოდა სახის კანის გამწმენდის საუკეთესო ნატურალური საშუალებაა) წაისვით სახეზე წრიული მოძრაობებით და გაიჩერეთ რამდენიმე წუთით, მერე კი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ანტიბაქტერიული სახის ნიღაბი – კიდერ ერთი მარტივი რეცეპტი ანტიბაქტერიული და დამარბილებელი ეფექტით: კარგად შეზავებული ქოქოსის კარაქი და თაფლის ნიღაბი 15 წუთით წაისვით სახეზე, მერე კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

* ტუჩების დარბილება – ქოქოსის კარაქის და ყავისფერი შაქრის შერევით ტუჩების მშვენიერ „სკრაბს“ მიიღებთ, მხოლოდ ქოქოსის კარაქი კი, ჰიგიენური პომადის საუკეთესო ბუნებრივი ალტერნატივაა.

ტანის მოვლა – ერთმანეთში კარგად არეულ ქოქოსის კარაქს და მარილს (ან ყავისფერ შაქარს) დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ეთერის ზეთი და საუკეთესო ტანის სკრაბს მიიღებთ, კანის დასარბილებლად კი, აბაზანის მიღებამდე რამდენიმე წვეთი ქოქოსის ზეთი დაუმატეთ წყალს.

მაკიაჟის მოშორება – მაკიაჟის ან გრიმის მოსაცილებლად წაისვით სახეზე ქოქოსის ზეთი და გაიჩერეთ ხუთი წუთით, მერე კი, მოიწმინდეთ სველი ხელსახოცით.

სახის გასაპარსვა – ქოქოსის ზეთის გამოყენება მამაკაცებსაც თავისუფლად შეუძლიათ, მითუმეტეს, რომ ბუნებრივი პროდუქტი ბევრად უფრო რბილი და კანისთვის სასარგებლოა, ვიდრე ქარხნული წარმოების საპარსი ქაფი.

აკნესთან ბრძოლა – კანის გაღიზიანებისა და ანთებითი პროცესის ჩასაქრობად, გაწმენდის შემდეგ თხელ ფენად წაისვით ქოქოსის ზეთი, რომელიც ბაქტერიციდული თვისებებით ხასიათდება და სახეზე ერთგვარ დამცავ აპკს ქმნის.

ნაოჭებთან ბრძოლა – ქოქოსის კარაქი ნებისმიერი ძვირადღირებული ანტიასაკობრივი საცხის საუკეთესო ალტერნატივაა, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს ნაოჭების გაჩენას.

* თავის კანის მოვლა – შეიძილეთ თმაში ქოქოსის ზეთი და დაიცავით თავის კანი ქერტლის გაჩენისგან!

* მზის დამწვრობა – თუ მზეზე დაიწვით, წაისვით გაწითლებულ კანზე ცოტა ქოქოსის ზეთი, რომელიც დაამშვიდებს, დააარბილებს და დაიცავს კანს აქერცვლისგან.

ეგზემა – ანთების საწინააღმდეგო და დამარბილებელი ეფექტის ქოქოსის ზეთი სწრაფად მოგიხსნით ქავილს და დაამშვიდეს კანს.

ქოქოსი, როგორც სამკურნალო საშუალება

ქოლესტერინის რეგულირება – ლაურინის ზეთის წყალობით, ქოქოსის კარაქი ზრდის „კეთილი“ ქოლესტერინის დონეს, იცავს გულს და სისხლძარვებს დაავადებებისგან.

სტრესის მოხსნა – ქოქოსის ზეთი არომათერაპიის საუკეთესო საშუალებაა. დაიზილეთ საფეთქელი ან გაიკეთეთ თავის კანის მასაჟი ქოქოსის ზეთით და სწრაფად მოიხსნით სტრესს და დაღლილობას.

ნაკბენის მკურნალობა – წაისვით ქოქოსის ზეთი კოღოს ნაკბენზე და სწრაფად განთავისუფლდებით ქავილსა და არასასიამოვნო შეგრძნებასგან.

ხველა და ყელის ტკივილი – ყელის ტკივილის და ხველის სამკურნალოდ დაუმატეთ ქოქოსის ზეთი ჩაის და მიირთვით დღეში რამდენჯერმე.

მეტაბოლიზმის დაჩქარება – ნაჯერი ცხიმების წყალობით, რომელსაც ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ღვიძლი კი, სწრაფად გარდაქმნის ენერგიად, ქოქოსის კარაქი საგრძნობლად აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.

 

წყარო: Fortuna.ge

ჩვენი ინსტაგრამი


100% ნატურალური პროდუქცია
ოპერატიული მიწოდების სისტემა
ქიმიური დანამატების გარეშე
100% დაცული ონლაინ გადახდა