მოძებნეთ სასურველი პროდუქცია

ჩემი კალათა

Cart is empty

მავნე ქიმიური ნივთიერებები მოვლის საშუალებებში

29.07.2018

დიდი ხანი არ არის, რაც თავისუფალი გაყიდვიდან ამოიღეს გამაახალგაზრდავებელი კრემი, რომელსაც ერთ-ერთი შვეიცარიული კომპანია აწარმოებდა. მიზეზი ის იყო, რომ კრემი შეიცავდა კარნოზინს - მაღალეფექტურ ანტიოქსიდანტს, რომლის უკონტროლო გამოყენება იწვევს კანის კიბოს. სამწუხაროდ, ეს ერთადერთი კოსმეტიკური პროდუქტი არ არის, რომელიც აიკრძალა ევროპასა და აშშ-ში. მაგალითად, ხმარებიდან ამოიღეს წამწამების გაზრდის კოსმეტიკური საშუალება. იგი შეიცავდა ბიმატოპროსტს, რომელიც ამცირებს თვალის წნევას. მისი გამოყენება იწვევს თვალის ბადურის სიმსივნეს და სიბრმავეს.

ძველად ქალბატონები იყენებდნენ მათეთრებელ საშუალებებს, რომლებიც შეიცავდა სულემას, ციანწყალბადმჟავას და სხვა ძალიან საშიშ ნივთიერებებს, ხოლო ფერ-უმარილისა და პომადის დასამზადებლად ალქიმიკოსები იყენებდნენ კინოვარს - გოგირდოვან ვერცხლისწყალს, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმში დაგროვების უნარი. სწორედ ამ ნივთიერებამ იმსხვერპლა პეტრე |-ის ასული.

ყოველწლიურად ქალის ორგანიზმში ხვდება დაახლოებით 3 კილოგრამი კოსმეტიკა - პომადები, კრემები, ნიღბები, თმებისა და ფრჩხილების აქროლადი ლაქები. მაგალითად, ფრჩხილის ლაქები იწვევს ალერგიულ რეაქციებს, კიბოს უჯრედების ზრდის პროვოცირებას, ფეხმძიმე ქალებში ნაყოფის სიმახინჯეებს. გამხსნელად გამოყენებული აცეტონი იწვევს ნარკოტიკულ ზემოქმედებას, ახასიათებს კუმულაციური თვისება, იწოვება შესუნთქვით, კანით, კვების არხით. სისხლით გადადის ტვინში, ღვიძლში, თირკმლებში, გულში. ბოლო პერიოდში შეისწავლეს 4 პოპულარული ფირმის კოსმეტიკურ პროდუქტებში ("ლორიალი", "შეპორა", "ნივეა", "ვიში") მძიმე მეტალების შემცველობა. აღმოჩნდა, რომ ისინი შეიცავდნენ: ნიკელს (100%), ტყვიას (96%), ბერილიუმს (90%), ასევე დარიშხანს და კადმიუმს, რომლებიც ორგანიზმში გროვდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. შემოწმებული 50 პომადიდან მხოლოდ 14 აღმოჩნდა უვნებელი. უმრავლესობა შეიცავდა ნავთობპროდუქტებს, ხოლო ნახევარზე მეტი - ტყვიას. ტყვიისა და კადმიუმის მავნეობაზე წინა წერილებში გვქონდა საუბარი. ნიკელის ნაერთები იწვევს კოორდინაციის მოშლას, სუნთქვის დარღვევას, ალერგიულ რეაქციებს, ანემიას, ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებას. დარიშხანი გამოირჩევა მაღალი ტოქსიკურობით, იწვევს ნერვულ დაავადებებს, ფსიქოზებს, პარალიჩს, საერთო სისუსტეს, მეხსიერების დარღვევას, ანემიას, აზიანებს თირკმლებს და ღვიძლს. ასევე ტოქსიკურია ბერილიუმი. იგი იწვევს ძვლების დაშლას, საერთო სისუსტეს, აზიანებს ღვიძლს.

ტყვია (ტყვიის აცეტატის სახით) ასევე გამოიყენება თმის საღებავებში და ზოგიერთ კრემში, რომლებსაც ხმარობენ თვალის ირგვლივ ნაოჭების გასასწორებლად. თმის საღებავის უმრავლესობა შეიცავს ამიაკს, რომლის საშუალებით საღებავი ნივთიერება შედის თმის ღერში და ფიქსირდება. ამიაკური საღებავები მავნეა, რადგან შლის თმის სტრუქტურას. მას შეუძლია გამოიწვიოს თვალის, ცხვირის ლორწოვანი გარსისა და სასუნთქი გზების გაღიზიანება, მსგავსად ფრჩხილების ლაქებში შემავალი დიბუტილფტალატისა. უამიაკო საღებავი არ აზიანებს თმებს, უსაფრთხოა, მაგრამ არამდგრადია, დაბანვით ირეცხება.

მწარმოებლებს ნაკლებად აღელვებთ მყიდველთა ჯანმრთელობა, მაგალითად, მათთვის ტექნოლოგიურად უფრო ხელსაყრელია დაამზადონ პომადები არა ნატურალურ ზეთებზე, არამედ სინთეზურ ნივთიერებებზე და ნავთობპროდუქტებზე. ტეხასის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა გამოკვლევები ბავშვთა ენდოკრინული ანომალიების შესახებ. მაგალითად, 1 წლის გოგონას განუვითარდა მეორადი სასქესო ნიშნები. აღმოჩნდა, რომ ჩვილი ბავშვების დასაბანად მშობლები იყენებდნენ საბავშვო შამპუნებებს, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავდა სასქესო ჰორმონებს. ეპილაციისთვის ტკივილგამაყუჩებელი კრემის გამოყენების შედეგად გარდაიცვალა რამდენიმე ამერიკელი გოგონა. აღმოჩნდა, რომ კრემი, რომელსაც ისინი იყენებდნენ შეიცავდა 10% ლიდოკაინს და 10% ტეტრაკაინს. ორივე ეს ნივთიერება ტოქსიკურია, ხოლო მათი ერთდროული გამოყენება დამღუპველი აღმოჩნდა.

მრავალ კოსმეტიკური პროდუქტში შემავალი ინგრედიენტები ფტალატები და პარაბენები ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა. ისინი კანთან კონტაქტისას უარყოფითად მოქმედებენ ღვიძლზე, თირკმლებზე, იწვევენ ალერგიულ რეაქციას, აღიზიანებენ კანს, ასუსტებენ დაცვით ფუნქციებს და შეუძლიათ სარძევე ჯირკვლის კიბოს გამოწვევა. ფტალატები აქვეითებს ტესტოსტერონის - მამაკაცის ძირითადი ჰორმონის - გამოყოფას. პარაბენები ნავთობისგან მიღებული კონსერვანტებია, რომლებიც გროვდება ორგანიზმში, შლის ფერმენტებს და ცოცხალ უჯრედებს, არღვევს ჰორმონულ წონასწორობას. ისინი მკერდის სიმსივნის 90%-შია აღმოჩენილი. ასაქაფებელი და კანისა და თმებისაგან ჭუჭყის მოსაცილებელი ნატრიუმის ლაურილსულფატი, რომელსაც შეიცავს მრავალი შამპუნი, კბილის პასტა, შხაპის გელი, იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

ყველა ადამიანის თავზე განუმეორებელი "ზოოპარკია". ამიტომ ქერტლის საწინააღმდეგო ანტიბაქტერიულმა შამპუნმა, შესაძლოა, ერთს უშველოს, მეორეს კი - არა. ქერტლს იწვევენ მიკრობები, რომელიც ჩვეულებრივ მცირე რაოდენობით სახლობენ კანზე და აქტიურდებიან იმ ადამიანებზე, რომელთაც დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი. ანტიბიოტიკებმა შეიძლება დროებით ჩაახშოს სენის გავრცელება. შემდეგ კი მიკროორგანიზმები ეგუებიან და ახალი ძალით იწყება მათი გამრავლება, ამიტომ გულუბრყვილო მომხმარებელი იწყებს ახალი, უფრო ძლიერი საშუალების ძებნას... შემდეგ კი ქერტლისთვის აღარ ეცლება უფრო მძიმე დაავადებების გამო.

დღეს მოდაშია ბიოაქტიური კოსმეტიკა, მაგალითად, კრემები, რომლებიც შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს - ადამიანის პლაცენტას, გარეული ცხოველების სპერმებსა და უჯრედებს. ხშირად ისინი შეიცავენ ესტროგენებს - ცხოველური წარმოშობის ჰორმონებს, რომლებიც ადვილად იჭრება კანში, იწოვება სისხლში და შეუძლია გაუთვალისწინებელი ჰორმონული რეაქციის გამოწვევა. ასეთი კოსმეტიკა საშიშია ქალებისთვის, რომელთაც აწუხებთ ღვიძლი და გააჩნიათ ამაღლებული ესტროგენური ფონი ან იყენებენ ჰორმონულ კონტრაცეპტივებს, რადგან იზრდება სარძევე ჯირკვლების და საშვილოსნოს კიბოს რისკი.

როგორც წესი, დამატენიანებელი კრემები შეიცავს 30-60 კომპონენტს (ემულგატორები, კონსერვანტები, არომატიზატორები), რომელთა უმრავლესობა სინთეზურადაა მიღებული (ხშირად ნავთობისგან) და ტოქსიკურია. მაგალითად, ფრანგ მკვლევართა მონაცემებით, მრავალი ძვირადღირებული კრემებიც კი შეიცავს ფენოქსიეთანოლს, რომელიც აზიანებს ღვიძლს, ხოლო ორსულებში შეუძლია გამოიწვიოს მუცლის მოშლა ან ნაადრევი მშობიარობა. ფ, უ და ვ ვიტამინების შემცველი მრავალი კრემი, რომლებიც განკუთვნილია დაბერების თავიდან ასაცილებლად, შეიძლებ ა იყოს უსარგებლო და საშიშიც. უ ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია: ერთი მოლეკულა 100 მოლეკულამდე თავისუფალ რადიკალს ანეიტრალებს, მაგრამ კანზე წასმით შედეგს არ გვაძლევს. თუმცა ძალიან სასარგებლოა ამ ვიტამინის შემცველი პროდუქტები: ნიგოზი, მწვანილი, მცენარეული ზეთები, კვერცხის გული. რაც შეეხება ფ და ვ ვიტამინებს, მათ შეუძლიათ ჭარბი რაოდენობით შეწოვა და სერიოზული ინტოქსიკაცია, ღვიძლის, თირკმლების, გულის მუშაობის დარღვევა, ოსტეოპოროზის და კიბოს გამოწვევაც კი. ფ ვიტამინის სიჭარბემ ორსულ ქალებში შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების დეფექტები. ასე რომ, ფრთხილად იყავით ვიტამინიზირებული კრემის მოხმარებისას!

კოსმეტიკური ნიღბებისთვის ხშირად იყენებენ სხვადასხვა ფერის თიხებს. მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ მათი ზემოქმედებით კანი ტენიანდება და სწრაფად ახალგაზრდავდება. სინამდვილეში კი თიხა კიდევ უფრო აშრობს სახეს და იწვევს გაუცხიმეობას და ახალი ნაოჭების წარმოქმნის პროვოცირებას. აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი ფერის თიხა ტოქსიკურია, დიდი რაოდენობით შეიცავს ალუმინის სილიკატს, რაც ხელს უშლის ნაწლავებში საჭირო მიკროელემენტების (მაგალითად, თუთიის) შეწოვას, ხშირად შეიცავს ჭიების კვერცხებს. აღმოჩნდა, რომ 70% შამპუნში, კოსმეტიკურ პროდუქტებსა და საპნებში შემავალი ფტალატი არღვევს ენდოკრინული სისტემის მუშაობას.

სიმსუქნის ეპიდემიაში დამნაშავეა არა მარტო ცხოვრების არაჯანსაღი წესი, არამედ კოსმეტიკაში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებებიც. ფტალატებთან ერთად "შავ სიაში" შევიდა ბისფენოლ-ფ, რომელსაც შეიცავს მრავალი კონტეინერი, პლასტიკური ბოთლები და ბავშვების ჭურჭელიც კი. აშშ-ს ფირმის სფქზფშპტ აწკ თფაუ ფწთქუეშწსთ-ის მიერ ჩატარებული ანალიზებით, ბავშვების შამპუნებში აღმოჩენილ იქნა კანცეროგენური ნითიერებები - დიოქსანი და კვატერნიუმ-15. დიოქსანი აზიანებს თვალებს, სასუნთქ ორგანოებს, ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ღვიძლს, თირკმლებს. ანტიბაქტერიული დანამატი კვატერნიუმ-15 კონსერვანტად გამოიყენება მრავალ კოსმეტიკურ საშუალებაში ცნობილი ფირმების მიერ. სხვათა შორის, ფირმა "ჯონსონ ენდ ჯოჰნსონი", გარდა კოსმეტიკური საშუალებებისა, უშვებს სიცხის დამწევ და ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატ იბუპროფენს (მოტრინის სახელწოდებით), რომლის გამოყენებითაც ერთ-ერთ პაციენტს განუვითარდა თანამდევი ეფექტი - ალერგიული რეაქცია (დაუზიანდა მხედველობა, ნაწილობრივ დაყრუვდა, დაკარგა სუნისა და გემოს შეგრძნება), რის გამოც 22 წლის დაზარალებულს ფირმამ გადაუხადა 48 მილიონი დოლარი.

თვალის მაკიაჟის განუყოფელი ინგრედიენტია ტუში. მას ამზადებენ ნატურალური ნივთიერებებისგან, მაგრამ მაინც დაჭუჭყიანებულია მძიმე მეტალებით და საღებავებით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო შეშუპება და ალერგია, არამედ კიბოც. მიუხედავად ამისა, ხშირად შეხვდებით ეტიკეტზე წარწერას: "არ იწვევს ალერგიას", "რეკომენდებულია მგრძნობიარე თვალებისთვის" და ა.შ. განსაკუთრებით საშიშია ტუში, რომლის შედგენილობაში შედის ბრონოპოლი, ბრონიდოქსი, დიაზოლიდინილი, იმიდაზოლიდინილი, თიომერსალი, თიმერაზოლი. დეზოდორანტები, ანუ ანტიპერსპირანტები ადრე შეიცავდა ფრეონებს, რომლებიც შემდეგ შეცვალეს აზოტის ქვეჟანგით ან ფეთქებადსაშიშ პროპან-ბუტანით. ოფლის საწინააღმდეგო დეზოდორანტები ალუმინის ნაერთების შემცველობის გამო არ არიან უვნებელნი. ეს ნივთიერებები ახდენს ოფლის გამომყოფი ჯირკვლების ბლოკირებას. ალუმინის ნაერთები იწვევს ნერვული მოშლილობის პროვოცირებას, ტვინის მუშაობის მოშლას, ალცჰაიმერის დაავადებას. ოფლს სუნი არა აქვს, სუნი აქვს ბაქტერიებს, რომლებიც გაძლიერებულად მრავლდებიან ოფლის გამოყოფისას. დეზოდორანტების ხმარებით თქვენ ორგანიზმში შეგყავთ საშიში ნივთიერებები, რომლებიც იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, შაკიკს, და მკერდის კიბოს განვითარების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. თანამედროვე დეზოდორანტები შეიცავს ბუნებრივ კოპონენტებს (ევკალიპტის, აბზინდის, ალოეს, სალაბის ექსტრაქტებს).

ჯანმრთელობისთვის საშიშროებას წარმოადგენს ტატუირება, რადგან სვირინგის გაკეთებისას ორგანიზმში შედის ტოქსიკური საღებავი ნივთიერებები, მაგალითად, კანცეროგენური აზოსაღებავები. პიგმენტები, რომლებიც სიბნელეში ანათებენ, საშიშია, რადგან შეიძლება რადიაქტიური იყოს. შავი ფერის მისაღებად ხმარობენ ტუშს და მურისგან მიღებულ საღებავებს. ნაკლებად ტოქსიკურია ე.წ. ბიოტატუ რომელშიც შავი ფერის მისაღებად იყენებენ ნატურალურ ინას, მაგრამ სვირინგი თანდათან უფერულდება.

ყურადღება მიაქციეთ კბილის პასტის შემცველობას. არ შეიძლება იმ პასტის ხმარება, რომელიც შეიცავს ალუმინის ოქსიდს ან ანტიბაქტერიულ დანამატებს, მაგალითად, ტრიკლოზანს. იგი ანადგურებს მიკროორგან იზმებს პირის ღრუში, მაგრამ პათოგენურ მიკროფლორასთან ერთად, ნადგურდება ორგანიზმისთვის სასარგებლო საპროფიტური მიკროფლორაც. გარდა ამისა, ბაქტერიები სწრაფად ეგუებიან ტრიკლოზანს. ზოგიერთ მწარმოებელს პასტაში შეაქვს ისეთი ანტიბიოტიკებიც, როგორიცაა მეტრონიდაზოლი და ქლორჰექსინი. ზოგიერთ პასტაში ქაფწარმოქმნის გასაუმჯობესებლად გამოიყენება ნატრიუმის ლაურილსულფატი, რომელიც, როგორც ახლახან დაადგინეს ამერიკელმა მეცნიერებმა, უმცირესი რაოდენობითაც კი იწვევს კატარაქტას.

 

Source: Resonancedaily.com

ჩვენი ინსტაგრამი


100% ნატურალური პროდუქცია
ოპერატიული მიწოდების სისტემა
ქიმიური დანამატების გარეშე
100% დაცული ონლაინ გადახდა