მოძებნეთ სასურველი პროდუქცია

ჩემი კალათა

Cart is empty

შიის კარაქი - სასარგებლო თვისებების ულევი ერთობლიობა

08.08.2018

რა არის შიის კარაქი?

შიის კარაქი მზადდება დასავლეთ აფრიკული ხის Vitellaria Paradoxa-ს თესლით. ინგლისური სახელწოდება მოდის მისი ბამბარული (მალიში მცხოვრები ხალხი) სახელიდან „შიი“, რაც წმინდანს ნიშნავს. როგორც წმინდა ხეს, განსაკუთრებულად ექცევიან. იზრდება 60 ფუტამდე სიგრძის, არ ყვავის სანამ 20 წელს არ მიაღწევს და ცოცხლობს 200 წელიწადზე მეტს. შიის კარაქი დღესაც ხელით მზადდება. პროცესი მოიცავს თესლის შეგროვებას, გაწმენდას, გადარჩევას, გამოშრობას და ქერქის მოშორებას. ამის შემდეგ, თეთრ შიგთავსს წყალს ურევენ და ელოდებიან სანამ ზედაპირზე ამოვა. ზედაპირზე ამოსული თეთრი ექსტრაქტს მრავალჯერ გადაადნობენ და გაფილტრავენ, რის შედეგადაც მიიღება თეთრი ფერის კარაქი.

კანისა მოვლა

შიის კარაქს განსაკუთრებულ თვისებებს მისი მდიდარი შემცველობა ანიჭებს: უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ფიტოსტეროლები, E და D ვიტამინი, პროვიტამინი A და ალანტოინი. ყველა ამ კომპონენტის დახმარებით შიის კარაქი:

• ასწორებს ნაოჭებს, წვრილ ხაზებსა და შეხორცებებს

• ანტიტოქსიკანტია

• აცხრობს ანთებებს

• ღრმად ატენიანებს კანს

• ასტიმულირებს ზედაპირულ სისხლის მიმოქცევას

• აძლიერებს კანს

• იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან

• ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას (კანი ხდება ელასტიური და უფრო ახალგაზრდა)

• მცირე დამწვრობებსა და შეხორცებებს უფრო შეუმჩნეველს ხდის

• შველის კუნთების ტკივილს

• სხეულს ანიჭებს ფიზიკურ გამძლეობას

შიის კარაქი ბუნებრივად არსებულ საშუალებებს შორის ერთერთი საუკეთესოა, როგორც დამატიანებელი, დაბერების საწინააღმდეგო და კანის დამცველი! გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან, კლიმატის მავნე ზემოქმედებისგან, დეჰიდრატაციისა და გარემოს დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებებისგან. მოკლედ, დაბერების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ხელს უწყობს კოლაგენის პროდუქციას და შედეგად კანს აძლიერებს, რადგან ეს პროტეინი ახალგაზრდული კანის სტრუქტურის აუცილებელი კომპონენტია. კანი ხდება უფრო ელასტიური და სიცოცხლით სავსე. თუ გაქვთ ნაოჭები, წვრილი ხაზები ან კანი, დაზიანებული და უსიცოცხლო კანი, შიის კარაქი თქვენთვის იდეალური ნატურალური საშუალებაა.

შიის კარაქი იდეალურად უვლის კანს ზამთარში და ზაფხულში რუჯის მიღების შემდეგ. იდეალურად ატენიანებს კანს, ამდიდრებს ვიტამინებით, საკვები ინგრედიენტებით და იცავს კანს ზამთრის სიცივესა თუ ზაფხულის სიცხეში. ასევე ტუჩის ძალიან კარგი ბალზამია, როდესაც ზამთრის სიცივეში გვინდა შევინარჩუნოთ ტუჩის ბუნებრივი სილამაზე და დავიცვათ გამოშრობისგან.

რადგან შია ბუნებისგან ბოძებული პროდუქტია და არა სინთეზურად მიღებული საშუალება, შეგვიძლია თავისუფლად გამოვიყენოთ ჩვილის მოსავლელად. ის არის ნატურალური, ნაზი და რბილი ნებისმიერი ტიპის კანისთვის და განსაკუთრებით პატარას მგრძნობიარე კანისთვის. პატარას შეგიძლიათ წაუსვათ აბაზანის მიღების შემდეგ, ეგზემაზე შესახორცებლად ან გამომწვარზე. თუ გამოიყენებთ ბიოლოგიურ, სუფთა შიის კარაქს დარწმუნებული იქნებით რომ ბავშვს ქიმიური ნივთიერებისგან სრულიად თავისუფალ საშუალებას ახმარებთ. შიის კარაქი ეკოლოგიური არჩევანია, რადგან ბუნებისგან ბოძებულ საშუალებაა და არა ქიმიური სინთეზით მიღებულ, ტოქსინებით სავსე პროდუქტი.

თმის მოვლა

ღრმა დამატენიანებელი თვისების და მასში შესული ვიტამინების დახმარებით შიის კარაქი იდეალურად უვლის თმას. გამომშრალი, უსიცოცხლო, დავარდნილი, დაყოფილი თუ დაზიანებული თმას შიის კარაქის ნიღაბი გამოკვებავს, გამოაცოცხლებს და სილამაზეს დაუბრუნებს. შიის კარაქის ნიღაბი განსაკუთრებით ეფექტურია ზაფხულის სიცხეში და ტროპიკულ ზონაში, სადაც თმას მზისა და ზღვის წყლის გაძლება უწევს.

შიის ცხიმოვანი მჟავები სკალს საჭირო ნივთიერებით კვებას და თმის ცვენას უშლის ხელს. როგორ ავღნიშნეთ, შიის კარაქი მარტივად აღწევს კანის შრეებში და გამომშრალ, გაღიზიანებულ სკალპს სწრაფად მკურნალობს. მასში შესული A და E ვიტამინები კი ბოლოების გაყოფისგან სრულიად იცავს თმას და აძლიერებს.

 

წყარო: https://www.stylecraze.com/

ჩვენი ინსტაგრამი


100% ნატურალური პროდუქცია
ოპერატიული მიწოდების სისტემა
ქიმიური დანამატების გარეშე
100% დაცული ონლაინ გადახდა