მოძებნეთ სასურველი პროდუქცია

ჩემი კალათა

Cart is empty

საპოვნელას ამბავი

„აქ რამ მოგიყვანა ....? „

ალბათ რასაც ეძებ, 100%-ით ნატურალური სხეულის მოვლის საშუალებებია, რომელიც თხის რძითაა გამდიდრებული. თხის რძესაც ხომ გააჩნია! ჩვენ „გვესოს ფერმის“ ხალასჯიშიანი მოშენების გზით გამოყვანილი უძველესი ქართული ჯიშის ბედნიერითხების რძეს ვიყენებთ, რომელიც განსაკუთრებულად სასარგებლოა. ლეჩხუმში, ზღვის დონიდან 560 მეტრზე ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარე სოფელ გვესოშიარსებული „გვესოს ფერმის“ თხებიმთელი დღე ბედნიერად ნავარდობენ, ულამაზესი ხედებით და (არა მხოლოდ) ტკბებიან და მათი ენდორფინების დონე რძეს მარგებელითვისებებით ამდიდრებს.

ჩვენი„საწარმო“

სიტყვა „საწარმო“, გულწრფელად რომ გითხრათ, სულაც არ შეეფერება სივრცეს, რომელიცშუა ქართლში გიამერებაშვილის „ღვინისგზას“ მიუყვებადა 2000-მდე კვადრატულ მეტრზე გაშენებულ, ხეივნით, ხეხილისბაღით, ბუნებრივად ამოსული თუ „მათუსალას“ ხელით აფერადებული ულამაზესი ყვავილებით სავსე ეზოს მოიცავს უზარმაზარი სახლით, რომელსაც ყოველი მხრიდან დიდი კარი აქვს და თითოეული ნივთი, ავეჯი, დეკორაცია და ჭურჭელიც კი ცალ-ცალკე საინტერესო ისტორიას ატარებს. ახლა უკვე აქ „საპოვნელას“ სხეულის მოვლის საშუალებებიც მზადდება.

„დიდი“ დიასახლისი

ბიბლიური წინასწარმეტყველის (გადმოცემით, ყველაზე დღეგრძელი ადამიანის) სახელი „მათუსალა“ ამ დიდი სახლის დიასახლისის ზედმეტსახელია და სხვებმაც დიდ ხანს, ჯანმრთელად რომ იცოცხლონ არ დაავიწყდება გირჩიოთ - როგორ დაიწყოთ დილა თაფლიანი წყლით, როგორი სასარგებლოა ჭეო, როგორ აძლიერებს იმუნიტეტს ერთი კოვზი თაფლი ალოეს რამდენიმე წვეთით და რა სარგებლობა მოაქვს ამა თუ იმ ბალახს და ყვავილს, განსაკუთრებით იმას, რომელსაცფუტკარი ეტანება. მის რჩევებს რომ ენდო, „მათუსალას“ შესაბამისი „დიპლომიც“ აქვს პიტოთერაპიასა და აპითერაპიაში. მოკლედ ის ამ „საწარმოს“ „დიდი“ დიასახლისიცაა.

გელი გაშლილი ხელით

„საპოვნელას“ სხეულის მოვლის საშუალებები ხელნაკეთია და მის მომზადებას კულინარიული გემრიელობების შექმნის მსგავსად ოსტატობის გარდა პოზიტიური განწყობა და ემოცია ჭირდება. ჰოდა შევარჩიეთ საუკეთესო ხარისხის, ნატურალური ინგრედიენტები, შევკაზმეთ სამკურნალო მცენარეებით, დავუმატეთ ბედნიერი თხის რძე და ახალ-ახალი მოვლის საშუალებებით გელით გაშლილი ხელით.

ვინ იპოვა „საპოვნელა“? 

რუსუდან კბილაშვილი - ჯერჯერობით ორი ოქროსფერთმიანი ვაჟკაცის დედა, „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „გვესოს ფერმის“ მეპაიე. დოქტორანტი, თან სწავლობს, თან ასწავლის და იჩემებს, რომ ოჯახისთვის გემრიელი ვახშმის მომზადებასაც ასწრებს. ამბობს, რომ მისიბავშვები გაიზარდნენ მხოლოდ სოფლიდან მოწოდებული ბედნიერი ქათმის და ხბოს ხორცით, ბოსტნეულით და ხილით და უკიდეგანოდ გაეხარდებოდა ძალიან გაზრდილებსაც „კოკა-კოლას“ ნაცვლად ბედნიერი თხის რძე რომ დაელიათ უზმოზე. ამტკიცებს, რომ იმდენი იფიქრა რა სახელი რქმეოდა „საწარმოს“, რომ „საპოვნელა“ დაესიზმრა.

"დიდი დიასახლისი"

ქეთევან ლომაშვილი  - გია მერებაშვილის „ღვინის გზა“ მის გულზე გადის და ჩაგიხუტებს თუ სტუმრად მიხვალ. ამიტომაც არ წყდება ტურისტების ნაკადი მის ცნობილ მარანში. აპითერაპია (ფუტკრის პროდუქტებით მკურნალობა), ფიტოთერაპია(სამკურნალო მცენარეებით მკურნალობა), მეფუთკრეობა შესწავლილი აქვს და მასთან მისულს გაგიმასპინძლდებათ საკუთარი ვენახების ნაჟური თავკვერით და ჩინებულით, მისივე გამრავლებული ფუტკრის მაისის თაფლსაც გაგასინჯებთ და სიამოვნებით მოგიყვებათ მარნის რომელი კენჭი რომელი მოგზაურობიდან და რა წმინდა ადგილიდან ჩამოიტანეს.  საკუთარ და სხვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მისი ყოველდღიური საფიქრალია და მისი ერთ-ერთი სათავსო სავსეა ბაბუაწვერას ყვავილის, ჟოჟობას, კრაზანას, ლავანდის თუ სხვა სამკურნალო მცენარეების ნაყენებით, გამხმარი მცენარეების „აკიდოებით“ და ფუტკრის სხვადასხვა პროდუქტის ქილებით.

„ფიტომომარაგების“ დირექტორი

ლალი ბუნტური - ამბობენ მთის ხალხს ყველა მცენარის სამკურნალო თვისების ცოდნა გენში აქვსო. მანაც არ უღალატა ოჯახურ ტრადიციას და ზეპირად იცის რომელ ფერდობზე რომელი სამკურნალო მცენარე ხარობს და  სხეულის რომელ ნაწილს რომელი მათგანი „ახარებს“. ცხავატი მისი სოფელია ახალგორის რაიონში, ლომის-ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1360 მეტრზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 44 ადამიანი ცხოვრობდა და ზუსტად არ ვიცით რამდენი ადამიანი შემორჩა დღემდე, მაგრამ ლალი დეიდა რომ შემორჩა, ძალიან გაუმართლა „საპოვნელას“.ჩვენ დამზადებულ სხეულის მოვლის საშუალებებს მისი ხელით დაკრეფილი სამკურნალო მცენარეები სულ სხვა სასარგებლო თვისებებით ამკობს. სამედიცინო განათლება გენეტიკურ ცოდნას უმყარებს და ლამის მთელი საქართველოს საპატრიარქო თავისი რამდენიმე მონასტრით მის შეგროვებულ სამკურნალო მცენარეებს იყენებს დანიშნულებისამებრ. ის მცენარეების მოკრეფისთვის შეუფერებელ სეზონზე ოკამის ღვინის ქარხნის ეტიკეტირების სამსახურის თანამშრომელიცაა და რაც ყველაზე მთავარია ლალი დეიდა ყველას უყვარს.

ჩვენი ინსტაგრამი გამოგვყევით


100% ნატურალური პროდუქცია
ოპერატიული მიწოდების სისტემა
ქიმიური დანამატების გარეშე
100% დაცული ონლაინ გადახდა